четверг, 25 января 2018 г.

სასწავლო რესურსი

სასწავლო რესურსები
სასწავლო რესურსი
როგორც ცნობილია, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისპროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვითდამატებითი აქტივობების ჩამონათვალში შედის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორისინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-
ტით განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებულიპროფესიული ლიტერატურის შექმნაცრაც სავალდებულო აქტივობაა წამყვანი მასწავლებლისადა მენტორისათვის სტატუსის შესანარჩუნებლადეს არ ნიშნავს იმასრომ სურვილისა დაშესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაშითუ პრაქტიკოსი
მასწავლებელი ასეთ რესურსს შექმნისის „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩებარადგანაცრესურსი ან პროფესიული ლიტერატურა არ არის / არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების,მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული აქტივობისათვის კრედიტი მომდევნო საფეხურზე მიიღოს.რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტიაამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავიეროვნულ სასწავლო გეგმაშისადაც ვკითხულობთ: „სასწავლო პროცესში აუცილებელიამრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გა-
მოყენება როგორც მასწავლებლებისათვისასევე მოსწავლეებისათვის (ესგშესავალითავი II,მუხლი 8., 2011-2016), რაცშესაბამისადასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც.
რა სახის სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში?
1ელექტრონული რესურსები:
1) კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები;
2) საგანმანათლებლო ვებ-გვერდი;
3) სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლიფილმი,აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნიანიმაცია...)
2. თვალსაჩინოება:
1) პლაკატი (ტაბულასქემაცხრილი...);
2) რუკა/ატლასი;
3) მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის (მაგ., მოძრავი ანბანილოტო...);
4) მასალების კოლექცია (მაგალითადმინერალებიძველი მონეტებიჰერბარიუმი...);
5) დანადგარი / ხელსაწყო/მაკეტი/დეკორაცია;
6) ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით.
რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში;მრავალფეროვანირესურსების გამოყენება უპასუხებს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტისმოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას;
სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესოიზრდება მოსწავლეთამოტივაცია;იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;მაღლდება მოსწავლეების აკადემიურიმიღწევები.აქედან გამომდინარეკარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვაკომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებასმობილიზებასა და შექმნას.მასწავლებლები ხშირად მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად რესურსების ნაკლებობასასახელებენთუმცასაბედნიეროდსისტემაში არიან ისეთებიც,რომლებიც საიდანღაცრესურსების მუდმივი მოლოდინის ნაცვლად თავად ქმნიან საინტერესო რესურსებსმცირედიშემოქმედებითობა და შეიძლება გადასაყრელად გამზადებული ნივთები თუ ძველი ჟურნალ-გაზეთები მასწავლებლის ხელში მოსწავლეებისათვის მამოტივირებელინტერესის აღძვრისა დასაკითხში ჩაღრმავების წყაროდ იქცესთავად მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსის შექმნასან უკვე შექმნილის მოდიფიცირებას ერთი არსებითი უპირატესობა აქვსმას შეუძლია ამრესურსის მორგება კონკრეტული კლასისასაკისჯგუფის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე.თუ მასწავლებელი კარგად იცნობს საკუთარ მოსწავლეებსიცის მათი ინტერესები,ინდივიდუალური თავისებურებებიადვილად მოახერხებს დააკმაყოფილოს მათი სასწავლოსაჭიროებებიგაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესიგაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და,შესაბამისადუზრუნველყოს უკეთესი შედეგები.იმისათვისრომ მასწავლებლის მიერ შექმნილირესურსი იყოს ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიცაუცილებელია შემდეგი ასპექტებისგათვალისწინება:

1რესურსის მართებულად გამოყენება ნიშნავს იმასთუ რამდენად შეესაბამება ის გაკვეთილისმიზანსრესურსის შექმნისას მასწავლებელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილირა ეფექტიშეიძლება ჰქონდეს მის მიერ შექმნილ რესურსს,დაეხმარება თუ არა ის დასახული შედეგებისმიღწევაში;
2მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეებისცხოვრებისეულ თუ სასწავლო გამოცდილებასმან იმდენად უნდა დააინტერესოს მოსწავლე,რომ მას იმავე თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილიგაუჩნდეს;
3რესურსმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და გაუძლიეროს მათთანამშრომლობის სურვილირესურსირომელიც მოითხოვს ერთად ფიქრსერთად კეთებას დაამ კეთებით რაღაცის აღმოჩენას (მით უმეტესთუ ეს „რაღაც“ საერთო ძალისხმევის შედეგია), ამშემთხვევაში შეგვიძლია თქმარომ ჩვენ მიერ შექმნილმა „პროდუქტმა“ გაამართლა;
4მნიშვნელოვანიარომ რესურსი არ იყოს ორიენტირებული მოსწავლეების რომელიმე ერთიუნარის განვითარებაზეარამედ იძლეოდეს უნარების კომპლექსურად განვითარებისსაშუალებასმაგალითადსასწავლო ფილმის შექმნისას მასწავლებელს შეუძლია ჩართოსმოსწავლეები სცენარის წერაში (წერის უნარი), ფილმის გახმოვანებაში (ზეპირმეტყველებისუნარი), მიიღოს მათგან რჩევები ხედებისა და რაკურსების შესარჩევად (სივრცითი ინტელექტი),დააფიქროს განათების წყაროებზე (ფიზიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარიდა ..;
5რესურსი უნდა მისდევდეს გარკვეულ სქემას და იყოს თანამიმდევრულიორგანიზებულობამნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსის შედგენისასროცა მასწავლებელს თავიდანვე აქვსგანსაზღვრული რესურსის მიზნებიშეძლებს თანამიმდევრულად დაალაგოს მასალარომელიცმოსწავლეებს მისცემს საკითხის აღქმისგააზრებისა და განზოგადების საშუალებას.
6რესურსმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხსგააანალიზონშეხედონმას სხვადასხვა კუთხიდანდაადგინონ კანონზომიერებები;
7. რესურსს უნდა ერთვოდეს მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქციამიწოდებული იმ ენით,რომელიც შეესაბამება სამიზნე მოსწავლეთა ცოდნის დონეს;
8რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებსგამოიყენონ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიარათაშემდეგ თავად შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვასაკუთართავისებურებებზე მორგებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
9. რესურსი უნდა ემყარებოდეს სანდო წყაროებსმოსწავლეებმა უნდა აღიქვან,მოისმინონ დაწაიკითხონ ის მასალარომლის მეშვეობითაც გაიღრმავებენ ცოდნასამიტომ აუცილებელია,რესურსის შექმნისას მასწავლებელმა იხელმძ-
ღვანელოს ავთენტური წყაროებით - ენციკლოპედიითსამეცნიერო-პოპულარული ნაშრომებით,სხვადასხვა სახის ლექსიკონებითრომლებიც მოსწავლის ცოდნის დონის შესაბამისად იქნებაადაპტირებული და დამუშავებული;
10. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლესმიღებული ცოდნა გამოიყენოს საკლასო ოთახისგარეთაცდაუკავშიროს ის რეალობასპრაქტიკას;
11. რესურსის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიცთუ რამდენად ფართოა მისი გამოყენებისარეალი – შეიძლება თუ არა ერთი და იგივე რესურსი გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობისათვის,სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
12. დაბოლოსგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისთუ რამდენად უსაფრთხოა რესურსიუნდამოვერიდოთ მსხვრევადიტოქსიკური ნივთიერების შემცველი მასალისბასრი საგნების /დეტალების გამოყენებას და .ერთი შეხედვით უსაფრთხო რესურსი შესაძლებელია სახიფათოაღმოჩნდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვისამიტომ რესურსის შეთავაზებისასმასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი რისკი და წინასწარ მიიღოსზომები მისი თავიდან აცილებისათვის.

იმისათვისრომ გავარკვიოთრამდენად ეფექტიანი იქნება ამა თუ იმ რესურსის გამოყენება,აუცილებელია დავადგინოთ სხვადასხვა სახის რესურსის დადებითი
და უარყოფითი მხარეებიამის დადგენა მასწავლებელს აძლევს საშუალებასწინასწარგანჭვრიტოსრის გაკეთება შეიძლება იმისათვისრომ უარყოფითი მხარეები მაქსიმალურადშეამციროსმაგალითადთუ რუკა/სქემა/პლაკატი დიდი ფორმატისაა და მისი გამოყენებამხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას არის მოსახერხებელიმასწავლებელს შეუძლიაშედარებით მცირე ფორმატის რამდენიმე ასეთი თვალსაჩინოება შექმნას მცირე ჯგუფებშისამუშაოდ.

გთავაზობთ ცხრილსრომელშიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ტიპის რესურსის როგორცდადებითიისე უარყოფითი მხარეები:

რესურსის ტიპი
პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რუკები
დადებითი მხარეები











უარყოფითი მხარე





1. ხშირად გამოიყენება სპეციფიკური საილუსტრაციომიზნებისათვის.
დამახსოვრების ხარისხი იზრდებარადგან ინფორმაციაშედის ორი -
აუდიალური და ვიზუალური - გზით;
2. გამოიყენება ყველა სასწავლო საგანსა და მეთოდითმუშაობის დროს;
3. სასწავლო გარემოს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველსხდის (თუ
დიდხანს არ კიდია კედელზე);
4. ადვილი შესანახია;
5. დიდია საკითხის მიმართ მოსწავლეთა ინტერესისაღძვრის ალბათობა.
დადებითი მხარეები


მალე ცვდება;
2. ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოსწავლის თვალი ეჩვევადა მოსა-
ბეზრებელი ხდება;
3. თუ დიდი ფორმატისააგამოიყენება მხოლოდ საერთოსაკლასო მუშა-
ობისას;
4. მხედველობის პრობლემის მქონე ან მოშორებით მსხდომიმოსწავლე-
ებისათვის ძნელად აღსაქმელია.
რესურსის ტიპი
მოდელები მაკეტები
დადებითი მხარეები




უარყოფითი მხარეები



1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგებისშესაძლებლობას;
2. იძლევა რეალობის შთამბეჭდავი ვიზუალიზაციისშესაძლებლობას



1. რთულია და შეიძლება ძვირიც მისი დამზადება;
2. სიდიდიდან და მასალიდან გამომდინარე შეიძლება იყოსძნელი შესა-
ნახი;
3. შეიძლება შეიცავდეს საფრთხის შემცველ დეტალებს
რესურსის ტიპი
ტტეეტექნიკური აღჭურვილობა, დანადგარები, აპარატურატტტტტ
დადებითი მხარეები







უარყოფითი მხარეები



1. მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოსცადონჰიპოთეზებიდააკვირ-
დნენროგორ მუშაობს დანადგარი ან აპარატურაპრაქტიკაში;
2. მოსახერხებელია როგორც ინდივიდუალურიისეჯგუფური მუშაობის
დროს;
3. შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება



1. დასამზადებლად რთულია და შეიძლება დაჯდეს ძვირი;
2. რთულია მისი ხშირად გამოყენებათუ მოითხოვს დიდფართსა და
დროს;
3. რთულია შესანახადრადგან საჭიროებს სპეციალურსათავსოს

რესურსის ტიპი
მასალების კოლექცია
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები





1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგებისშესაძლებლობას;
2. აღძრავს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს;
3. უბიძგებს მოსწავლეებს ჰიპოთეზების გამოთქმისაკენ დაეხმარება მათ
ყურადღების კონცენტრაციაში;
4. გამოიყენება არაერთჯერადად;
5. მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ასაკისმოსწავლეებთან და
სხვადასხვა საგანში



1. შეგროვება მოითხოვს ხანგრძლივ დროს;
2. მოპოვება შესაძლებელია დაკავშირებული იყოსსირთულეებთან;
3. ძნელი შესანახია;
4. საჭიროებს ზუსტ აღრიცხვასა და კატალოგიზაციას.
რესურსის ტიპი
აუდიო საშუალებები

დადებითი მხარეები






უარყოფითი მხარეები

1. იძლევა ჩაწერილი მასალების (მაგალითად,ინტერვიუებისმუსიკალუ-
რი ჩანაწერების და სხვ.) მოსმენის საშუალებას;
2. იძლევა რეალური პიროვნებების გამოცდილებისგაცნობისა და მათგან
ინფორმაციის მოსმენის საშუალებას;
3. მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს სპეციფიკური ამბებისჩანაწერი,
როგორც საილუსტრაციო მაგალითი;
4. განსაკუთრებით ეფექტიანია ენის სწავლების დროს.


1. მომზადებაჩაწერა და რედაქტირება მოითხოვს დროსა დაძალისხ-
მევას;
2. იმისათვისრომ მისი გამოყენება შეძლონ მცირეჯგუფებმასაჭიროა
საკმარისი რაოდენობა;
3. მოითხოვს ზუსტ კატალოგიზაციას.

რესურსის ტიპი
კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები
დადებითი მხარეები










უარყოფითი მხარეები




1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და,საერთოდსაგნის
მიმართ;
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი(ვიზუალური,
აუდიალურიკინესთეტიკური);
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა დაინტელექტის
მოსწავლეების მოთხოვნილებებს.




1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების დასაუფლებლად;
2. საჭიროებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას და დენისმუდმივ წყა-
როს.
რესურსის ტიპი
საგანმანათლებლო ვებგვერდი
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები

1. იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციისტექსტების,სურათებისვიდეო
და აუდიომასალის გამოქვეყნებისდამატებისა დარედაქტირების
საშუალებას;
2. იძლევა იმის კონტროლის საშუალებასთუ ვის მიუწვდებაგანთავსე-
ბულ ინფორმაციაზე ხელი;
3. შესაძლებელია ინფორმაციის გაზიარება როგორცმხოლოდ ერთი
კონკრეტული მოსწავლისათვისისე ფართოაუდიტორიისათვის.



1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების დაუფლებაში;
2. საჭიროებს დიდ დროს;
3. არსებობს ვებგვერდზე არასანდო ინფორმაციისმოხვედრის საფრთხე.
რესურსის ტიპი
მულტიმედიური პროდუქტები: ვიდო რგოლი, ფილმი, აუდიო ჩანაწერი, აუდიო წიგნი....
დადებითი მხარეები









უარყოფითი მხარეები
1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და,საერთოდსაგნის მიმართ;
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხიდაშესაბამი-
სადდამახსოვრების ხარისხიც მაღალია;
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა დაინტელექტის
მოსწავლეების მოთხოვნილებებს



1. ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვსსპეციალურ მომ-
ზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისდაუფლებაში;
2. მოითხოვს დიდ დროს და მუდმივ განახლებას

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი?

იმისათვისრომ შეფასდეს წარმოდგენილი სასწავლო რესურსიაუცილებელია შემდეგიკრიტერიუმების დაკმაყოფილება:
ყველა ტიპის სასწავლო რესურსს უნდა ახლდეს რეფლექსიარომელშიც ახსნილი იქნებათუ რამიზნით შექმნა მასწავლებელმა რესურსიროგორ გამოიყენა ის სასწავლო პროცესშიასევე რაშედეგს მიაღწია მოსწავლეებთან ამ რესურსისგამოყენებით.
საგანამანათლებლო ვებ-გვერდი უნდა იყოს საავტორომასზე განთავსებული უნდა იყოსავტორის მიერ შექმნილი მასალაარა მხოლოდ ის რესურსებირომლებიც მასწავლებელს აქვს ანჰქონდა წარდგენილი კრედიტქულების მოსაპოვებლადსხვის მიერ შექმნილ რესურსებზემითითებული უნდა იყოს წყარო/ავტორი.
ყველა ტიპის თვალსაჩინოება უნდა იყოს ორიგინალური და უნიკალურირომელიც არ არისერთჯერადი გამოყენების და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლოპროცესის წარმართვაშირესურსს უნდა ახლდეს შესაბამისი ინსტრუქციარომელიცშესაძლებელს გახდის მის გამოყენებას
სხვა მასწავლებლების მიერ.იმ სასწავლო რესურსსრომლის გამოყენებაც შესაძლოა შეიცავდესფიზიკურ
საფრთხესუნდა ახლდეს უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქცია.
რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსის შექმნისდასადასტურებლად?
ცხრილში წარმოდგენილია სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციისჩამონათვალი:

ბეჭდური/ხელნაწერი რესურსები                               ბეჭდური რესურსის ელექტრონული ვერსია Word-ის, PDF, Power Point-ისანExcel-ის ფორმატში;
                                                                                           – ხელნაწერი რესურსის დასკანერებული ასლი.


ელექტრონული რესურსები                                       – ვებგვერდის მისამართირომელზეც განთავსებულია ელექტრონულირესურსი / ბმული.


თვალსაჩინოება                                                           – თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა;
                                                                                        – სასწავლო პროცესში მისი დანიშნულების დასაბუთება.




წარმოდგენილი რესურსი დადებითად შეფასებულად ჩაითვლებათუ ის დააგროვებს ქულებისჯამური რაოდენობის 51%- და მეტსანუ 20 ქულიდან მინიმუმ 11-.რესურსი არ შეფასდებათუავტორი:
1. არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებასინფორმაცია არ არის სანდოინფორმაციაეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურდებულებებს);
2. არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი);
3. წარმოადგენს იმ აქტივობებსრომლებიც უკვე შეფასდა 2011-2014 წლების „მასწავლებლისპროფესიული განვითარების სქემის“ ფარგლებში;
4. წარმოადგენს „მასწავლებელის საქმიანობის დაწყებისპროფესიული განვითარებისა დაკარიერული წინსვლის სქემის“ ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებსგამონაკლისს წარმოადგენსამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.
რაც შეეხება ელექტრონულ რესურსებსაქ ერთიუნივერსალური რუბრიკის შემუშავება საკმაოდრთულიარადგან ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე თითოეულს დამატებით სხვადასხვარუბრიკა შეიძლება ჰქონდეს.


სასწავლო რესურსისი  შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1
2
3
4
1.
რესურსის შესაბამისობა საგანმანათლებლო მიზნებთან, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას
სასწავლო რესურსი არ შეესაბამებასაგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
რესურსის კავშირი საგანმანათლებლო მიზანთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ბუნდოვანია.
რესურსი შეესაბამებასაგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნუ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებს; სასწავლო მიზნები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.
2.
სასწავლო რესურსის შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი რესურსი.
გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
სრულად შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს.
3.
სასწავლო რესურსის შინაარსობრივი გამართულობა
რესურსი შინაარსობრივად გაუმართავია. მისი გამოყენება შეუძლებელია სამიზნე ჯგუფის მიერ. რესურსი უსისტემოა / ქაოტურია.
რესურსს აკლია შინაარსობრივი გამართულობა, ნაკლებად ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის  ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ არ არის კარგად ორგანიზებული, აკლია ლოგიკურობა და თანამიმდევრულობა.
რესურსი შინაარსობრივად გამართულია, თუმცა სრულად არ  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. რესურსი კარგადაა ორგანიზებული, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან 
ან
რესურსი შინაარსობრივად გამართულია,  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან, თუმცა არ არის სათანადოდ ორგანიზებული.
რესურსი შინაარსობრივად გამართული და მრავალმხრივია;  სასარგებლოა და ღირებული სამიზნე ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, უადვილებს მომხმარებელს სასურველი შედეგის მიღწევას. რესურსი კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური და თანამიმდევრულია.
4.
სასწავლო რესურსის ინოვაციურობა / ორიგინალურობა
რესურსი არ არის ორიგინალური, არ არის აქტუალური.
რესურსი ნაკლებად  ორიგინალურია / სხვა, უკვე არსებული რესურსების მსგავსია.
რესურსი ნაწილობრივ ორიგინალურია / შეიცავს ორიგინალურ ელემენტებს.
რესურსი არის ახალი, უნიკალური და საინტერესო. მასში ჩანს პიროვნული მიდგომა, ინდივიდუალური სტილი.
5.
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი
რესურსი არ არის ინტერაქტიური.  მისი პრაქტიკული  გამოყენების არეალი ვიწროა. 
რესურსი ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; არ უწყობს ხელს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას. მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი გადამუშავების შედეგად.
რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში;   მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. რესურსი იძლევა ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
რესურსი ინტერაქტიურია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას  / რესურსი სრულად ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 


Комментариев нет:

Отправить комментарий